ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მეორეჯერზე მოსვლას დადებითად აფასებენ ხელისუფლებაში.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით ირაკლი შოთაძე ღირსეული პიროვნება და პროფესიონალია, რომელმაც ბევრჯერ დაამტკიცა რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს, მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.