საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია ერთმანეთში ვერ შეთანხმებულა, ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის მოადგილის სახლში გამართულ არაფორმალურ მიღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პარტიული და პიროვნული ინტერესები წინ არ უნდა დააყენონ.