მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსი კვლავ არსებობს. როგორც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, ოპოზიციის ჭირვეულობა დასრულდება. ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ რაც უფრო ცოტა დრო რჩება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისთვის, მით მეტი შანსია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.