"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ეხმაურება. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლოსობა ზრუნავს იმისთვის, რომ გუნდში არსებული პრობლემები გარეთ არ გავიდეს. როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ეკა ბესელიამ იცის რა ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა ეს ჯგუფთან შეთანხმებით უნდა განახორციელოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მთავარი არა მმართველი გუნდის მომავალი, არამედ სასამართლოს ბედია. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დისკუსიის მნიშვნელოვან ნაწილს იუსტიციის საბჭოს საკითხი წარმოადგენს, რადგან სასამართო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალაუფლებას გადაამეტეს და პროცესი დააზარალეს.