"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გაწვევას მმარტველ გუნდში არ გამორიცხავენ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა “პაიტრანიუსთან“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ, პირადად მისი პოზიცია უარყოფითია და მხარს არ უჭერს. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.