ამერიკელმა მკვლევარებმა დეპრესიასთან ბრძოლის ახალ მეთოდს მიაგნეს. ისინი გვთავაზობენ გამოვიყენოთ ყურძნის ნაერთები - დიჰიდროკოფეინის მჟავა და მალვიდინ-3-О-გლუკოზიდი. დეპრესიის სამკურნალო სტანდარტული პრეპარატები, შემთხვევათა ნახევარში, არაეფექტურია და ხშირად, სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს.სადღეისოდ არსებული ანტიდეპრესანტები მიმართულია სეროტონინის, დოფამინისა და სხვა ნეირომედიატორების რეგულაციის სისტემაზე. თუმცა დეპრესია დაკავშირებულია მთელ რიგ სხვა პრობლემებთანაც. მაგალითისთვის, ქვეითდება იმუნური სისტემის მუშაობა, ირღვევა ნეირონებს შორის იმპულსების გადაცემის პროცესი. ყურძნის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ეხმარება სწორედ იქ, სადაც ტრადიციული პრეპარატები უძლურია. წიპწების ერთობლიობა ეფექტურად აქვეითებდა დეპრესიის სიმპტომებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენილი ნაერთებისა და არსებული პრეპარატების კომბინაცია შეძლებს დეპრესიის დამარცხებას.