კანადელმა მკვლევარებმა მაკგილის უნივერსიტეტიდან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს. ისინი საზოგადოებას ოპოიდურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე უარის თქმას და ოპტოგენეტიკის გამოყენებას სთავაზობენ.ოპტოგენეტიკური ტექნოლოგიები გულისხმობს ნეირონებზე სინათლის ზემოქმედებას. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ნერვულ უჯრედთა ერთგვარ გამოთიშვას და ტკივილის დაამებას. აღნიშნული მეთოდიკა არ იწვევს შეჩვევას და შეიძლება გამოყენებული იყოს ხანგრძლივი ვადით. მეთოდიკის ერთ-ერთი ავტორი ფილიპ სეგუელა აცხადებს, რომ თერაპიის ეს მეთოდი განსაკუთრებით ქრონიკური ტკივილით შეწუხებულ პაციენტებს წაადგებათ.