ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ღამე დაძინების საშუალება არ აქვთ, იძულებულები არიან გამოსაფხიზებლად დალიონ ყავა. როგორც წესი, ყავის მიღებასთანაა დაკავშირებული უძილობა. მკვლევარებმა გააკეთეს მოულოდნელი დასკვნა: ყავა, გამოუძინებელ ადამიანებში ტკივილის შეგრძნებებს ამცირებს. ჰარვარდის ნეირობიოლოგებმა გამოარკვიეს, რომ ქრონიკული უძილობა ზრდის ტკივილისადმი მგრძნობელობას ისე, რომ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიც ვერ შველის. ყავა კი ამ მომატებულ მგრძნობელობას ბლოკავს. მოწესრიგებული ძილის პირობებში, ყავას ტკივილთან გამკლავება არ შეუძლია.მეცნიერების თქმით,ტკივილისადმი მგრძნობელობის გაზრდა დაკავშირებულია დაქვეითებულ სიფხიზლესთან და არა ტკივილთან დაკავშირებული გზების პირდაპირ ცვლილებასთან. კოფეინი ზრდის ტვინში დოფამინის დონეს. სავარაუდოდ, ძილის უკმარისობა დოფამინის გადაცემის პროცესში მონაწილეობს. როგორც თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, კოფეინი აწესრიგებს ტკივილისადმი მგრძნობელობას.