კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც ჰავაის სანაპიროზე ვეშაპებს აკვირდებოდა, აღმოაჩინა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, კუზიან ვეშაპთა შობადობა შემცირებულია. სპეციალისტებმა ეს მოვლენა წყნარი ოკეანის ზედაპირზე ტემპერატურის მომატებას დაუკავშირეს - ზოგიერთ ადგილზე ტემპერატურა მომატებულია სამი-ოთხი გრადუსით.მკვლევარების აზრით, გლობალურ დათბობას არ შეეძლო არ ემოქმედა პატარა პლანქტონებზეც, რომლებიც ეტაპობრივად მცირდებიან. მომდევნო ჯაჭვი თევზების რაოდენობაა, რომლებიც პლანქტონებით იკვებებიან, ხოლო შემდეგ ვეშაპები, რომელთა საკვებიც თევზია.გარდა ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თბილ წყლებში ვეშაპს გამრავლება არ შეუძლია. ამ პროცესს წყლის ცხოველების მიგრაცია მოსდევს და შობადობა მცირდება. არსებული მონაცემებით, თუ ოკეანე დროთა განმავლობაში გათბა, კუზიანი ვეშაპების გადაშენების პროცესი გარდაუვალია.