მკვლელობით დასრულებული "სტაიანშჩიკების" ჩხუბი - რას მოჰყვა დაპირისპირება ზესტაფონში? - Palitra News

მკვლელობით დასრულებული "სტაიანშჩიკების" ჩხუბი - რას მოჰყვა დაპირისპირება ზესტაფონში?

2018-11-14 18:05:20+04:00

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ.სტაიანშჩიკებმა თანხა ვერ გაიყვეს და დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის მეექვესე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.