გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც რწმუნებულმა, გურამ ბახურაულმა განაცხადა, გარდაცვლილი ახლაგაზრდა სოფლის სასაფლაოზე აღმოაჩინეს.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევას წინ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც ბრალს აღიარებს.