მკვლელობა ტყიბულში - 50 წლამდე ასაკის მამაკაცს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მამაკაცი მაღაროში სამუშაოდ მიდიოდა. ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.