ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მანქანაში ჩაცხრილეს. დაუზუსტებელი ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.