10 წლის შემდეგ - გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. ყოფილმა მსჯავრდებულმა სასჯელი სრულად მოიხადა. ბარათელი, რომელსაც მკვლელობა მანამდე ჰქონდა აღიარებული, კვლავაც იმეორებს, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ფილოლოგი გურამ შარაძე სწორედ მან მოკლა.თუმცა, შარაძის ოჯახი მას დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა.