ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ნაპოვნი ქალისა და მამაკაცის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ ქალის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციამ გამოიწვია, ნაწილი კი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქალი სავარაუდოდ, ცივი იაღარით არის მოკლული. რაც შეეხება მამაკაცს, ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ქალის მკვლელობის შემდგომ მე-19 სართულიდან გადახტა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ქალი ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ნახეს გარდაცვლილი, მამაკაცი კი კორპუსის ეზოში. მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან ხმაური შემოესმათ, რის შემდეგაც კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.