მკურნალობის სრული კურსი სიმსივნის დიაგნოზის მქონე 40 ათასამდე პაციენტს დაუფინანსდება - Palitra News

მკურნალობის სრული კურსი სიმსივნის დიაგნოზის მქონე 40 ათასამდე პაციენტს დაუფინანსდება

2020-08-20 14:21:49+04:00

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტის 8 000 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ.

ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.