15:25
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
მკურნალობის ახალ მეთოდი, რომელსაც შეუძლია დამალულ აივ ინფექციას არა მხოლოდ მიაგნოს, არამედ სამუდამოდ გაანადგუროს ის
01-05-2019

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აივ ინფექციის სამკურნალო კომპლექსური იმუნოთერაპიული მიდგომა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ მიაგნოს პაციენტის ორგანიზმში დამალულ ვირუსს, არამედ სამუდამოდ გაანადგუროს ის.

ამ მეთოდით მკურნალობის საკვანძო მომენტი იმუნური უჯრედები გახდა, რომელიც შექმნილია სრულიად განსხვავებული ვირუსის - ციტომეგალოვირუსის ამოცნობის მიზნით. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმუნოდეფიციტის ვირუსის სრულად მოშორება, რადგან დაკავშირებულია ინფექციის მაღალ მუტაგენურობასთან, რომელსაც შეუძლია უმოქმედო, ლატენტურ ფორმაში გადავიდეს. როდესაც ეს ხდება, ვირუსი იმუნური უჯრედების დნმ-ში შედის - ე.წ. T ჰელპერებში - და იქ რჩება სამუდამოდ იქამდე, სანამ პაციენტი ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს იღებს.

სპეციალისტებმა  გადაწყვიტეს, შეესწავლათ ციტომეგალოვირუსი,  რომელსაც შეუძლია ლატენტურ ფორმაში გადასვლა დაშეუძლია თვალის დაავადებებისა და სხვა მძიმე დაავადებების გამოწვევა, თუმცა იმუნური სისტემის მიერ მისი გაკონტროლება ადვილად ხდება. ამ ინფექციის მატარებელი პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 50%-ია, ხოლო აივ ინფექციით დაავადებულებში ეს მაჩვენებელი 95%-ს უტოლდება.

სპეციალისტთა მონაცემების მიხედვით, ზოგიერთი ადამიანის "T ჰელპერების" 20%-ს შეუძლია ციტომეგალოვირუსის მიგნება. მეცნიერების აზრით, სწორედ ამ სპეციფიურ ციტომეგალოვირუსის იმუნურ უჯრედებშია შესაძლებელი აივ ინფექციის "დამალვა". სპეციალისტების თქმით, ისინი შეეცადნენ, შეექმნათ იმუნოთერაპია, რომელიც არა მხოლოდ აივ ინფექციაზე იქნებოდა ორიენტირებული, არამედ გაააქტიურებდა T- დამხმარე უჯრედებს, რომლებსაც ციტომეგალოვირუსის გამოვლენის უნარი აქვთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები