ერიხ მარია რემარკის იუბილესთან დაკავშირებით გამომცემლობა პალიტრა ელმა კამპანია გადაიხადე რამდენიც გინდა წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერიხ მარია რემარკის წიგნის - „ნასესხები სიცოცხლე“ შესაძენად გადაიხადონ ის თანხა, რაც მათ სურთ. ხუთ ლარზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში კი მომხმარებლები საჩუქარს მიიღებენ. ასევე აქციის დასრულების შემდეგ საჩუქარს მიიღებს ყველა ის მონაწილე, რომელიც შენაძენის შემთხვევაში ქვითარს შეინახავს. აღსანიშნავია , რომ აქცია საქართველოს მასშტაბით ბიბლუსის ყველა ფილიალში ვრცელდება და ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება.