1990-იანი წლების ბოლოს, მართალია პეპლუმი ისტორიული კინოს მწვერვალად ითვლებოდა, მაგრამ კინომწარმოებლებმა კარგად იცოდნენ, რომ დინალიური ექშენებისა და ბოევიკების ფონზე, ძალიან გაუჭირდებოდათ ანტიკურ ეპოქაზე გადაღებული ფილმით მაყურებლის დაინეტერესება და მხოლოდ შეშლილი თუ გაიღებდა 100 მილიონ დოლარს მსგავსი ფილმის შესაქმნელად. შეშლილები მოიძებნენ, მათ კი თავის მხრივ რეჟისორი მოიძიეს და 2000 წელს ფილმი გლადიატორი გამოუშვეს, რომელმაც მსოფლიო პოპულარობასთან ერთად, 450 მილიონიანი მოგება ნახა მსოფლიო გაქირავებაში. პეპუმს კი ჟანრის ბლოკბასტერის ტიტული დაუბრუნა.