მხოლოდ ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.კომპანიის ინფრმაციით, ქსელიდან ყველაზე მეტი სახიფათო დანადგარი ჩახსნილია სამგორში, სადაც ოქტომბერში 1661 დარღვევა გამოვლინდა.“მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს, გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ჩახსნან ქსელიდან, რადგან კარს არ უღებენ და სრულად აიგნორებს გაფრთხილებებს. ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს კი ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე” ნათქვამია ინფორმაციაში. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები და გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები.