თუ შეთანხმება არ შედგა, ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ პოლიტპატიმრების თემაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, დამთავრებულია მოლაპარაკებები - ესაა ქვაკუთხედი ამ მოლაპარაკებების, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სხვანაირად გაგრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ შედგა, კობახიძეს ერთ პარტიული პარლამენტი დარჩება და „ვისი პოზიცია იქნება მძიმე, ეს კიდევ საკითხავია“.