დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი კუნძული, კარიბის ზღვის მარგალიტი, მუდმივი ზაფხულის, ეგზოტიკისა და ლეგენდარული კომუნისტური რევოლუციის ქვეყანა. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ჰავანა იყო წერტილი, საიდანაც თავისუფლად შესაძლებელი იყო მესამე მსოფლიო ომის, ატომური ომის დაწყება. და ალბათ მსოფლიო უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუზომდე იყო.
"მხოლოდ მაშინ, როდესაც გამომძალველბითი ფილოსოფია გაქრება, გაქრება ომის ფილოსოფიაც. ჩვენ, კუბელი რევოლუციონერები, ვაცნობიერებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ყველა დაჩაგრული ქვეყნის მიმართ. ჩვენს წინაშე საერთო მტერია, ამიტომაც ვამბობთ ყველგან, პლანეტის ყველა კუთხეში, რომ თქვენ - ერთი კუბელი მებრძოლის მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ" - ფიდელ კასტრო