ახალ კარტოფილს ძირითადად კამით მიირთმევენ, სურნელოვანი და არომატული მწვანილის ეს ლამაზი სახეობა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, რადგან მას გააჩნია საკმაოდ საყურადღებო მოქმედებები. პირველი და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბევრი კამა აუარესებს მხედველობას, ამასთანავე მას გააჩნია წნევის დაქვეითების უნარი. თუ არტერიული წნევა ძირითადად ნორმაში გაქვთ, ან დაბალწნევიანი ბრძანდებით, უმჯობესია არ მიიღოთ კამა დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით შარდმდენ პრეპარატებთან ერთად, რადგან შესაძლოა წნევა ძალიან დაგივარდეთ. თუმცა კამის ის დოზა, რა დოზითაც მას ახალ კარტოფილთან ერთად მივირთმევთ, სულაც არ არის საგანგაშო, პირიქით მაში არსებული დიდი რაოდენობით ცე ვიტამინი, კალციუმი და ეთერზეთები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე, მთავარია, რომ ერთ ჯერზე არ მიიღოთ ის 30 გრამზე მეტი.