მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, - ასე უპასუხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტების კითხვას, მხარს დაუჭერს თუ არა ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
როგორც მეუფე მიქაელმა აღნიშნა, მრევლმა კორონავირუსის წინააღმდეგ ზიარება და ნაკურთხი წყალი უნდა გამოიყენოს.