მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თავდაცვის მინისტრის რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება და პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ამ ომს შეეწირა.
„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შეძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას", - აღნიშნვს მინისტრი.