მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია, - ასე ეხმაურება კახა კალაძე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას. დედაქალქის მერის თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება და ამ პროცესში ახალგაზრდობის მაქსიმალურად ჩართვა.