პირველი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს - ასეთი მოლოდინი აქვს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას. მიზეზი პროდუქტის ეტიკეტირების წესებში დაგეგმილი ცვლილებებია. ივა ჭყონია ამბობს, ახალი რეგლამენტით მომხმარებლებისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბიზნესს ძალიან ძვირი დაუჯდება. მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალი კი ასეულობით ათას ლარს გადააჭარბებს. დისტრიბუტორთა ასოციაცია რეგულაციების გადავადებას და კონკრეტული დეტალების დაზუსტებას ითხოვს. დისტრიბუტორთა ასოციაციას მხარს უჭერს ბიზნესომბუდსმენიც. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ბიზნესსექტორთან დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. ლექვინაძე ამბობს, რომ ეტიკეტირების წესის ცვლილებისთვის ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს გონივრული ვადა უნდა მიეცეს. სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბიზნესს მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს. უწყებაში სექტორს იმასაც ახსენებენ, რომ ეტიკეტირების წესში დაგეგმილი ცვლილებები ერთხელ უკვე გადავადდა.2019 წლის პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი და შრიფტის ზომა. ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში კი განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი შრიფტით.