15:57
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
მიზეზები, რის გამოც თაფლი ბავშვს აუცილებლად უნდა აჭამოთ და რჩევები, რაც მისი მიღებისას უნდა იცოდეთ - რა ასაკიდან უნდა მისცეთ პროდუქტი პატარას?
13-02-2019

თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

•    თაფლი ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის აქტიურ ზრდასა და ზოგად განვითარებას.
•    თაფლი არის ასკორბინის მჟავისა და კაროტინის წყარო,  ის სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, თაფლის რეგულარული მოხმარებისას ბავშვები ნაკლებად ავადობენ და მათი ორგანიზმი მედგარ წინააღმდეგობას უწევს ვირუსების შემოტევას, რის შედეგადაც ბავშვი დაცულია სურდოს, ფარინგიტის და სხვა დაავადებებისგან.
•    თაფლი აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. მისი ზემოქმედებით იზრდება ჰემოგლობინის მაჩვენებელი და უმჯობესდება ანემიური ბავშვის ზოგადი მდგომარეობა.
•    თაფლს გააჩნია დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. გვეხმარება ძილის მოწესრგებაში.
•    ცნობილია თაფლის დადებითი გავლენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. ამ პროდუქტის მიღება ხელს უწყობს საკვების ათვისებასა და მონელებას, რაც ხელს უშლის ნაწლავში ლპობით პროცესებს.
•    თაფლი საკმაოდ პოპულარულია ტემპერატურისას, რადგანაც მას
ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება აქვს. ყველაზე ხშირად ტემპერატურული რეაქციით მიმდინარე მწვავე რესპირატორული დაავადებისას იღებენ თაფლიან ჩაის ან რძეს.
•    თაფლის წყალობით ბავშვის ორგანიზმი უკეთ ითვისებს კალციუმს და მაგნიუმს, რაც დადებითად აისახება ძვლებისა და კბილების მდგომარეობაზე, ასევე ახდენს მოსწავლეებში სქოლიოზის პრევენციას.
•    თაფლი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს.
თაფლს ამოსახველებელი მოქმედება აქვს, რაც ხველის მკურნალობისას გამოიყენება.
•    მრავალრიცხოვანი დადებითი თვისებების გამო, თაფლი აუცილებელია როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის.
თუმცა თაფლში არსებულმა აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება ბავშვში ალერგიული რეაქციის განვითარება გამოიწვიოს;

ამიტომ ბავშვისთვის თაფლის მიცემისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

აუცილებელია თაფლი იყოს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილიდიან მიღებული. წლამდე ასაკში მაღალი ალერგენობის გამო არ შეიძლება თაფლის მიცემა, ხოლო წლის შემდეგ რაციონში მისი შეტანა სიფრთხილით უნდა მოხდეს.


•    წლამდე ამ პროდუქტის მიცემა არ შეიძლება
•    3 წლამდე ასაკში თაფლის მიცემა რისკებთანაა დაკავშირებული, რადგანაც პატარას ორგანიზმის მხრიდან აღნიშნულ პროდუქტზე რეაქციის განჭვრეტა შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მშობლებს ალერგია აქვთ თაფლზე და ფუტკრის ნაკბენზე.

•    თაფლის პირველად დაგემოვნებისთვის საუკეთესო ასაკი 3 წელია, მინიმალური ულუფით.
•    3 წლის შემდეგ ექიმები ბავშვის რაციონში თაფლის ჩართვის ნებას გვრთავენ.
•    6 წლის ასაკიდან ალერგიის არარსებობის პირობებში ბავშვის მენიუში უფრო ხშირად შეგვიძლია თაფლის ჩართვა.

ყველაზე ხშირად თაფლს ჩაის უმატებენ, მაგრამ ასეთი სასმელი არ უნდა იყოს ცხელი, რადგანაც თაფლის გაცხელება არ შეიძლება;
•    თაფლი შეგვიძლია დავუმატოთ ბავშვის ხაჭოს ან კეფირს;
•    თუ ბავშვი უარს ამბობს თაფლის გასინჯვაზე, დაძალება დაუშვებელია.

თაფლის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციაა კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს წვრილი გამონაყარიც და მსხვილი ბუშტუკებიც. გარდა ამისა, შესაძლებელია გამოვლინდეს კანის სიწითლე, შეშუპება, ქოშინი, ხველება, ცემინება, გულმკერდის არეში ტკივილი ან სურდო, ენისა და ტუჩების შეშუპება, ჭარბი ცრემლდენა, თავბრუსხვევა, გულისრევა, დიარეა, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი. ნებისმიერი ამ ჩივილის განვითრებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია და რაციონიდან თაფლის ამოღება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები