მწარე შოკოლადს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მას ადვილად მოჰყავს ადამიანი ტონუსში, ზრდის თავის ტვინის შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს ადმაიანის განწყობაზე. შავ შოკოლადს აქვს ნაკლები შაქარი,მაგრამ მეტი ოდენობით ბოჭკოვანი ნივთიერებები,როგორიცაა რკინა,მაგნიუმი,ფოსფორი და კალიუმი.მასში დიდია ვიტამინი D2.
ახალი კვლევის თანახმად შავ შოკოლადს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს, ასევე ზრდის ადამიანში ბედნიერების განცდას. ჰარვარდის მედიცინის სკოლის მკვლევართა დასკვნით, თუ დღის განმავლობაში ორ ჭიქა ცხელ შოკოლადს მიირთმევთ,გონება უფრო სხარტად იმუშავებს და იფრო მარტივად შეძლებთ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას.
კვლევით დადასტურებულია, რომ შოკოლადის რეგულარულად მირთმევა ალცჰაიმერის გაჩენის ალბათობას ამცირებს.