00:28
26 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მიზეზები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან
07-11-2019

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 4 ათას 40 მოქალაქეს ეთქვა, ხოლო 2017 წელს - 2 ათას 950-ს. 

როგორც მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული, ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი ყველაზე ხშირად ქვეყანაში ყოფნის მიზნის და გარემოებების დაუსაბუთებლობის გამო ეთქვათ. 2017 წლამდე კი უარის თქმის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს მოქმედი ვიზის ან ბინადრობის მოწმობის არქონა წარმოადგენდა.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, რის გამოც 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყანებში შესვლაზე უარი ეთქვათ, მათ ჩამონათვალშია: მოქმედი ვიზის ან ბინადრობის მოწმობის, სამგზავრო დოკუმენტების არქონა; ყალბი ვიზა ან ბინადრობის მოწმობა; ყალბი სამგზავრო დოკუმენტი;  ასევე ქვეყანაში ყოფნის მიზნის და გარემოებების დაუსაბუთებლობა; 6-თვიან პერიოდში 3-თვიანი ყოფნის ვადის ამოწურვა; არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა და კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე არსებული აკრძალვა.

AutoPlay
"100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - ნათია თურნავამ ბიზნეს სექტორს ახალი საინვესტიციო პროექტი გააცნო
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
როგორ გამოიყურება ფოლადისგან დამზადებული იახტა, რომელიც 12 მილიონი ღირს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
იტალიის კიდევ ერთი ქალაქი ახალმოსახლეებს ელოდება - რა შეღავათებს დაუწესებს ხელისუფლება მობინადრეებს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
Saudi Aramco ქვეყნის უმსხვილესი გაზის საბადოს დამუშავებას იწყებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
თბილისის მერია "ყვითელი მიკროავტობუსების" ჩანაცვლებას იწყებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 359 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები