საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებსა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლებს უმასპინძლა. ლევან დავითაშვილის განცხადებით დღესდღეობით ბრენდული სასტუმროების უმრავლესობა იმპორტირებულ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა.აგრარული პროდუქციის მწარმობლები იმ ბარიერებზე საუბრობენ, რასაც ბრენდულ სასტუმროებთან ურთიერთობისას აწყდებიან. მათი განმარტებით, ადგილობრივ მწარმოებლებს სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა შეუძლიათ, თუმცა საერთაშორისო სასტუმროებთან თანამშრომლობა მუდმივად პრობლემაახუთვარსკვლავიან ბრენდულ სასტუმროებში აცხადებენ, რომ ქართული პროდუქციის რეალიზაცია მათ ინტერესშია, თუმცა შედარებით მაღალი ფასის, არასტაბილური მიწოდების, დაბალი ხარისხისა და დასახვეწი კონსისტენციის გამო იმპორტირებული პროდუქციის შეძენას ამჯობინებენ.