"მივცეთ გონივრული ვადა, კონდიცირებისა და გამათბობლების მილების დემონტაჟი განახორციელონ" - კალაძე ძველი თბილისის მოსახლეობას მიმართავს - Palitra News

"მივცეთ გონივრული ვადა, კონდიცირებისა და გამათბობლების მილების დემონტაჟი განახორციელონ" - კალაძე ძველი თბილისის მოსახლეობას მიმართავს

2018-06-27 12:31:28+04:00

თბილისის მერი კახა კალაძე რეაბილიტირებულ ძველ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას გონივრულ ვადას აძლევს, რომ თვითნებურად მოწყობილი საყოფაცხოვრებო ინფასტრუქტურის დემონტაჟი მოახდინონ. როგორც კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე მოსახლეობას კონდიცირების სისტემები აქვს მოწყობილი, გაყვანილი აქვთ გათბობის მილები, რაც დაუშვებელია.კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს საკითხის გასაკონტროლებლად მონიტორინგის განხორციელება დაავალა.