ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ. კომისია სკოლის ხელმძღვანელობისგან 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას იღებს. როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სკოლის წარმომადგენლების მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება არამარტო კომისიისთვის, არამედ თავად კანონმდებლებისთვისაც იმ კუთხით, რათა მოხდეს იდენტიფიცირება ბავშვებში ძალადობის კუთხით სისტემური პრობლემების.
იხილეთ: