მივიღეთ მთავარი ახალი მიდგომა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში - ამირან გამყრელიძე - Palitra News

მივიღეთ მთავარი ახალი მიდგომა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში - ამირან გამყრელიძე

2020-10-02 12:42:49+04:00

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.