შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად წინასწარ დარეგისტრირდებიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემიმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება.
ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლი დაწეულია, რესტორნებში კი რეგულაციები დაცული არაა.
ტიკარაძემ საზოგადოებას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს.