ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ვაქცინაციის პროცესში იქნებიან ჩართული.
როგორც მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან.