ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც უკვე საქართველოშია, სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება და 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია.
ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციისთვის თითო კლინიკა ბათუმსა და ქუთაისში შეირჩა, ხოლო 4 კლინიკა თბილისში.
მინისტრის ინფორმაციით,“ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.