„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“ მსვლელობას გამართავენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეტრო „ავლაბართან“ მსვლელობას სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“, „ვაგზლის მოედანთან“ - „ლელოს“, ხოლო „უნივერსიტეტთან“ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროას“ ლიდერები ჩაუდგებიან.