„რუსთავი 2“-ის ყიდვის მსურველები არ გამოჩნდნენ, რასთან დაკავშირებითაც არხის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. როგორც ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული, მას ორი გზა აქვს იმ რთული ვითარებიდან გამოსასვლელად რაც მას რუსთავი 2-ში დახვდა. როგორც ხალვაში აღნიშნავს, ერთი გზა არხის გაკოტრება, ხოლო მეორე მისი გადარჩენაა. „მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსსდა შესაძლებლობას. რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს. მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს“, - ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში. ამასთან „რუსთავი 2“-ის წილის 100%-იანი მფლობელი არხის ყოფილ გენერალურ დიტრექტორთან სამართლებრივი დავის გაგრძელებასაც გეგმავს და იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოს მისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.