მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან, - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ "საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე".