აუცილებლად მივალთ პარლამენტში - ასე პასუხობენ ოპონენტებს ეკონომიკური გუნდიდან. გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია პარლამენტთან. ის მზად არის ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს.საკითხს ფინანსთა მინისტრიც გამოეხმაურა. დიმიტრი ქუმსიშვილის ამბობს რომ ფინანსთა სამინისტრო პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს და ამაზე ის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებიც მეტყველებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა კანონმდებლებს წარუდგინა. ცნობისთვის, მთავრობის ეკონომიკურ გუნდის პარლამენტში მისვლას ნაციონალური მოძრაობა ითხოვს.