მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა. ბოლო ტურის წინ მიზერული ინტრიგა იყო მაინც იყო დარჩენილი, „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებდა, თუმცა რეკორდმაისტერმა აინტხარტს კითხვის ნიშნების გარეშე 5-1 მოუგო და ჩემპიონი გახდა. ამას გარდა ბავარიელებისთვის დიდი ეპოქა დასრულდა, გუნდი ფრანგმა და ჰოლანდიელმა ლეგენდებმა, ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა დატოვეს. აღსანიშნავია, რომ რიბერი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ვერცხლის სინის ცხრა გზის გამარჯვებულია.