გავრცელებული ინფორმაციით ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ტრავმის მიუხედავად, იანვრის ჰაცუ ბაშოზე მაინც იასპარეზებს. ლევან გორგაძეს არჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება ჰქონდა და მისი ტურნირზე გამოსვლა საეჭვო იყო. შეგახსენებთ, რომ ტურნირი სტარტს 13 იანვარს აიღებს.