ტოკიოში ფუნქციონირებს კაფე, სადაც სტუმრებს ზღარბებთან ერთად დროის გატარება შეუძლიათ. დაწესებულება Harry-ში სტუმრობა სამუშაო დღეებში 1000 იენი დაახლოწბით 9 დოლარი ღირს. დასვენების დღეებში კი - 1300 იენი. კაფეში 20 ზღარბი ცხოვრობს. ისინი შუშის ყუთებში ბინადრობენ და ყოველი მათგანის ხელში აყვანა შესაძლებელია. “ამ პროექტით გვინდოდა დაგვემტკიცებინა ადამიანებისთვის, რომ მიუხედავად მათი ეკლებისა, ზღარბები უსაყვარლესები არიან. იმედი მაქვს, დავეხმარებით ჩვენს სტუმრებს განთავისუფლდნენ ზღარბებთან მიკარების შიშისგან”, - აღნიშნა დაწესებულების თნამშრომელმა მიზუკი მურატამ.