თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკიდან გაეწერა ერთი მედპერსონალიც, ხოლო კიდევ რამდენიმე მედიკოსი კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება.
ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ტესტირების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა,