"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ დებატებისთვის „ევროპული საქართველო“ მზადაა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს.
შეგახსენებთ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.