მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვისას აცხადებს.
მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ დადგნენ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ნუ ჩათვლაინ, რომ თუ სააკაშვილი ქვეყანაში ვერ ჩადის, ეს მათ სიტუაციას უადვილებს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პირიქით, ეს აძნელებს.