ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, მინისტრი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება, ისევე როგორც საფრთხის გააზრება. ამისთვის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აუცილებელია დადგენილი რეკომენდაციების შესრულება.