თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს პარტიის დატოვების მიზეზი სასამარტლო კლანის წევრების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა საკრებულოს წევრები ასევე განმარტავენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება.