21:37
24 მაისი, 2018, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა - ზუგდიდის საკრებულომ ახალი წესი დაადგინა
15-05-2018

მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა - ზუგდიდის საკრებულომ  ახალი წესი დაადგინა. კერძოდ- საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა.  იმავე დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი საფასური 20 ლარი იქნება. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების, ასევე ლტოლვილების დაკრძალვა უსასაყიდლოდ მოხდება, ხოლო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.აღსანიშნავია, რომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ მითითებულია გარდაბნის, სენაკის და ქალაქ ფოთის წინა მოწვევის საკრებულოების დადგენილებებშიც.

ნანა
16-05-2018
მგონი გააფრინე ქრისტიანის მჯდომარე დაკრძალვა სად გაგიგაიათ
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
AutoPlay
დოჩანაშვილი, მესხიშვილი, კორსანტია, შხვაცაბაია - ვის გადაეცა რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიები
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი უტიფარი გადაცემა" - საპატრიარქო სამღვდელოებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ურთიერთობას უკრძალავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
საერთაშორისო კოალიციამ სირიის სამათავრობო ძალებზე იერიშები მიიტანა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
სხვა სიახლეები
col-md-8